პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
,,სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემები
და მისი გადაჭრის გზები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლის საბაზო საფეხურის მე-9 კლასში“
კვლევის
ავტორი
სსიპ
ქრისტეფორე III-ის
სახელობის ხაშურის
მუნიციპალიტეტის დაბა
სურამის N4 საჯარო
სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელზა ლაბაძე
2018-2019 წელი
შინაარსი
შესავალი
----------------------------------------------------------------------------------------------------- 3
I თავი
ინფორმაცია სკოლის
შესახებ, სამიზნე ჯგუფი ---------------------------------------------------4
I.2
თემის აქტუალობა--------------------------------------------------------------------------------------- 4–5
I.3პრობლემის გამომწვევი მიზეზები
------------------------------------------------------------------- 5
I.4
კვლევის მიზანი----------------------------------------------------------------------------------- 5–6
I.5
კვლევის განხორციელება----------------------------------------------------------------------------------------------------- 6–7
თავიII
II.ლიტერატურის
მიმოხილვა.....................................................................................................8–13
თავი
III
III.1
კვლევის გეგმა----------------------------------------------------------------------------------------
13–16
III.2 .საკვლევი კითხვები----------------------------------------------------------------------------------------------------- 16
თავიIV
IV.1 კვლევის მეთოდები
--------------------------------------------------------------------------------------------------16–17
IV.2 მონაცემთა ანალიზი
---------------------------------------------------------------------------------------17–21
IV.3 დასკვნები
----------------------------------------------------------------------------------------------------------22–23
თავიV
V.1. ინტერვენცია–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––23–24
V.2 ინტერვენციის შედეგები–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––24
V.3 განმეორებითი ანკეტირების ანალიზი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––24
თავიVI
VI.1 კოლეგებთან
გაზიარება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––25
VI.2დასკვნა––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––25–26
VI.3კვლევის ვადები––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––26–27
ბიბლიოგრაფია–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––27–28
დანართი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––28–30
რეფლექსია–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––31–32
შესავალი
ჩემი
საკვლევი საკითხი
გახლავთ საბაზო
საფეხურზე (მე-9 კლასში)
ქართული ენისა
და ლიტერატურის
სწავლებისას სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემები და მათი გადაჭრის
გზები. თანამედროვე განათლების
სისტემა ახალი
გამოწვევებისა და
მოთხოვნების წინაშე
გვაყენებს პროფესიულ
საზოგადოებას, მასწავლებლებს.
ზოგადი განათლების
სფეროში მიმდინარე
ძირეული ცვლილებები,
პირველ რიგში,
სასკოლო პროგრამებსა
და სასწავლო-მეთოდიკურ
საკითხებს შეეხო,
რაც, რა
თქმა უნდა,
განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას
აკისრებს პედაგოგებს.
ჩემი საკვლევი
თემა - ,,სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემები და მისი გადაჭრის
გზები ქართული ენისა
და ლიტერატურის
სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლის საბაზო
საფეხურის მე-9 კლასში“ წარმოადგენს
ერთგვარ ცდას,
აღწეროს, განიხილოს
და გააანალიზოს
ქართულის ენისა და ლიტერატურის სწავლებისას,
წერითი კულტურის ჩამოყალიბების
პროცესში სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემების გამომწვევი მიზეზები,
და
შესთავაზოს საბაზო
საფეხურის ქართულის
მასწავლებლებს მოკრძალებული
რეკომენდაციები, რომლებიც
ეფუძნება კვლევას.
რატომ
გამიჩნდა სურვილი
ამ საკითხზე
ჩამეტარებინა კვლევა?
მიუხედავად იმისა,
რომ დიდ
ყურადღებას ვაქცევ
წერითი მეტყველების
უნარის განვითარებას,
ჩემს მოსწავლეებს ამ მიმართულებით მაინც
აქვთ პრობლემები.
გადავწყვიტე, კარგად
ჩავღრმავებოდი ამ
პრობლემას და
მეპოვა მისი
გადაჭრის გზები.
თავების მიმოხილვა
ნაშრომი შედგება ექვსი თავისაგან:პირველ თავში
განხილულია ინფორმაცია სკოლის შესახებ. თემის აქტუალობა , პრობლემის გამომწვევი მიზეზები
კვლევის მიზანი და განხორციელების გზები.მეორე თავი ეძღვნება ლიტერატურულ მიმოხილვას.
მესამე თავში განხილულია გეგმა და საკვლევი კითხვები.მეოთხე თავი ეძღვნება კვლევის
მეთოდებს, მონაცემთა ანალიზს , დიაგრამებს და დასკვნებს.
მეხუთე თავში მოცემულია ინტერვენცია, შედეგები
და განმეორებითი ანკეტირების ანალიზი. მეექვსე თავი კოლეგებთან გაზიარება, დასკვნები
და კვლევის ვადები.
თავი 1
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
სსიპ ქრისტეფორე
III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში სწავლობს
390 მოსწავლე და მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 12 პრაქტიკოსია, 23 მასწავლებელი უფროსის
სტატუსის მქონე და 3 წამყვანი. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით,
კომპიუტერების გარკვეული ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული. ასევე სკოლას აქვს კეთილმოწყობილი
სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და ღია ცის ქვეშ ეზო. სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის
ყველა ძირითადი რესურსი, სასურველი იქნებოდა, კათედრებს ჰქონდეთ ახალი თანამედროვე
რესურსები, სასწავლო პროცესი სახალისო და საინტერესო რომ იყოს. სამიზნე ჯგუფი
არის საბაზო საფეხურის მე-9 კლასი.კლასში 19 მოსწავლეა.კვლევაში მონაწილეობდა
მთელი კლასი. კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელის დეკემბერი - მაისი.
1.2 თემის აქტუალობა -
წერითი
მეტყველების
ჩამოყალიბება სწავლების
მნიშვნელოვანი ასპექტი
იყო ყოველთვის,
მაგრამ განათლების
სისტემაში განხორციელებული
რეფორმების შედეგად,
ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით,
ქართული ენისა
და ლიტერატურის
სწავლების ძირითადი
მიზანია, კითხვისა
და მოსმენის
უნარებთან ერთად მოსწავლეებს განუვითარდეთ
წერითი მეტყველების
უნარი.ამა თუ იმ ტექსტების სწორად დაწერას, დაწერილი თუ დაბეჭდილი
ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებას ემსახურება
სასვენ ნიშანთა სისტემა,რომლის გამოყენების წესები მოსწავლეებმა არ იციან,არასწორად
იყენებენ, ან სულაც არ წერენ.შეიძლება,მთელი ესე ან თხზულება ისე დაწერონ,ერთი სასვენი
ნიშანი არ გამოიყენონ. აქტუალურია, რომ სასვენი ნიშნების გამოყენების უნარის ჩამოყალიბებას
განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. პუნქტუაციის წესების დაუცველად
ძნელია გასაგებად წერა და წაკითხულის სწორად გაგება, ამიტომ, ცხადია, ამ წესების ცოდნა
და სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება ყველა წიგნიერ ადამიანს მოეთხოვება. ვინც პუნქტუაციის
წესები არ იცის, მან, შეიძლება ითქვას, წერა-კითხვა არ იცის. სასვენი ნიშნების დასმა
ჩვევად უნდა იყოს ქცეული და წერის პროცესშივე ხდებოდეს, როგორც გამოჩენილი ენათმეცნიერი
აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა ამბობს, თუ მოწაფე წინადადების დაწერის შემდეგ
ანგარიშობს, რა სასვენი ნიშანი დამჭირდება ამ წინადადებაშიო, მან სასვენი ნიშნების
დასმა არ იცის, ვარჯიშის შედეგად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სასვენ ნიშნებს მოსწავლეები
სვამდნენ წერის პროცესში. ყოველგვარი გამოანგარიშების გარეშე .
ჩემი პედაგოგიური მუშაობის მანძილზე ხშირად მქონია პრობლემური
თემები, რომელთა გადაჭრის გზების ძიება და გამოსწორება მიცდია, ამჯერად ჩემთვის აქტუალურია სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემები
მოსწავლეებში, რადგან ხშირად მიწევს მათთან ამ საკითხზე მუშაობა, არ იციან მისი გამოყენებს წესები, არასწორად იყენებენ ან არ
წერენ. ძირითადად უჭირთ მძიმის გამოყენება განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებთან.
1.3 პრობლემის
გამომწვევი მიზეზები:
სასვენი ნიშნების გამოყენება ყოველთვის იყო
და რჩება მოსწავლეებში პრობლემად, ხშირად მაქვს ისეთი შემთხვევები, რომ მომსწავლე მთელ
ესეს ან თხზულებას ისე დაწერს, ერთ სასვენ
ნიშანსაც არ გამოიყენებს, ეს პრობლემა სოციალურ ქსელში განსაკუთრებით იჩენს თავს, ყველა
ასაკის, პროფესიისა თუ სტატუსის მომხმარებელში.
ესგ-ს მიხედვით გრამატიკის სახელმძღვანელო
საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში არ გვაქვს, ლიტერატურის გაკვეთილებზე კი
ვერ ხდება საფუძვლიანი მუშაობა გრამატიკასა და, კერძოდ, სასვენი ნიშნების გამოყენების
წესებზე, ამიტომ მოსწავლეების ნაშრომებში პრობლემური საკითხია ამ წესების დაცვა;
სასვენი ნიშნების გამოყენება ერთჯერადად ვერ
ისწავლება, ის ჩვევად უნდა ექცეს მოსწავლეს, ამას კი ბევრი ვარჯიში სჭირდება, გაკვეთილებზე
მასწავლებელს არ რჩება დრო, რომ ავარჯიშოს, ერთჯერადად მიცემული განმავითარებელი
კომენტარი კი არაეფექტურია, რადგან მოსწავლე კარგად ვერ აცნობიერებს მისი გამოყენების
მნიშვნელობას.
მოსწავლეები
ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებსა და და კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, სადაც არ
იყენებენ სასვენ ნიშნებს, აქაც უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, ამით კი ჩვევად უყალიბდებათ
სასვენი ნიშნების ,,არგამოყენება“.
წერით დავალებას მარტო ქართულ ენაში არ ასრულებენ,
სხვა საგნის მასწავლებლები კი ,რა თქმა უნდა, ამისათვის შენიშვნებს არ აძლევენ, რაც
ხელს უწყობს ნასწავლი წესების დავიწყებას. ამიტომ საჭიროა გზების გამონახვა, რომ მოსწავლეებს
პუნქტუაციის წესების დაცვის აუცილებლობა ვასწავლოთ და მათი გამოყენება ჩვევად ჩამოვუყალიბოთ;
მე-9 კლასს ვასწავლი მე-5 კლასიდან, როგორც
კი შევედი ამ კლასში, დავინახე, რომ მოსწავლეები სწორად არ სვამდნენ სასვენ ნიშნებს,
ჩემი უამრავი მითითების მიუხედავად, ეს პრობლემა პრობლემად რჩება, ამიტომ დავისახე
მიზნად, გამომეკვლია ამის გამომწვევი მიზეზები და დამესახა ღონისძიებები, რითიც მოვაგვარებდი
პრობლემას.
1.4 კვლევის მიზანი -
ტიპური პუნქტუაციური შეცდომების გამოვლენა,გამომწვევი
მიზეზების ძიება,მოსწავლეებში სასვენი ნიშნების დასმის უნარ-ჩვევების გამომუშავება,პრობლემების
აღმოფხვრის ეფექტური მეთოდების შერჩევა,რაც რეალურად გააუმჯობესებს წერის კულტურას.
კვლევის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ სასვენი ნიშნების გამოყენების წესების ფორმულირება, მათი სწორად გამოყენება და პუნქტუაციის დანიშნულებისა და მნიშვნელობის
გააზრება;
ჩემი მიზანი იყო, პრაქტიკული მასალის საფუძველზე გამომეკვლია და გამეშუქებინა, თუ რა უნარ-ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები პუნქტუაცი ის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ, გამეანალიზებინა:
ა) მოსწავლეთა შეხედულებები სასვენი ნიშნების გამოყენების შესახებ;
ბ) მოსწავლეთა ფონური ცოდნა - ცალკეული სასვენი ნიშნის დანიშნულების ცოდნა, მათი ფუნქციების გააზრება;
გ) მოსწავლეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევები სასვენი ნიშნების გამოყენების თვალსაზრისით - სხვადასხვა სახის წერილობით ტექსტებში სასვენი ნიშნების ადეკვატურად გამოყენება;
დ) დასაბუთება-არგუმენტირების უნარი (რატომ გამოიყენა მოსწავლემ მოცემულ შემთხვევაში ეს სასვენი ნიშანი);
ე) პუნქტიაციის წესების შესწავლისა და გამოყენების მიზნით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების დასახვა და განხორციელება.
1.5 კვლევის განხორციელების გზები:
საკვლევი თემისა და მიზნების განსაზღვრის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი კვლევის მიზნები, კლასის ხელმძღვანელისა და დირექციის ხელშეწყობით გავესაუბრე მშობლებს და მივიღე მათგან თანხმობა(დანართი1), თვიანთი შვილების კვლევაში მონაწილეობის შესახებ, კითხვა- პასუხის საშუალებით გავარკვიე, ახსოვთ თუ არა თეორიული მასალა სასვენ ნიშნებზე, იციან თუ არა სად, რა შემთხვევაში, რომელი სასვენი ნიშანი უნდა გამოიყენონ.
ა) ჩავატარე კონკურსი კითხვაში, აღმოჩნდა, რომ ხშირად უშვებენ შეცდომებს, არასწორად იყენებენ ინტონაციას.
ბ) მოსწავლებს შევთავაზე ტექსტი, რომელშიც სასვენი ნიშნები იყო დასასმელიდა ანკეტის შევსება.
ნაწერების შესწავლის შემდეგ მართლაც აღმოჩნდა, რომ თეორიულად მყარად არ იციან, როგორ გამოიყენონ სასვენი ნიშნები.
ბ) მოსწავლებს შევთავაზე ტექსტი, რომელშიც სასვენი ნიშნები იყო დასასმელიდა ანკეტის შევსება.
ნაწერების შესწავლის შემდეგ მართლაც აღმოჩნდა, რომ თეორიულად მყარად არ იციან, როგორ გამოიყენონ სასვენი ნიშნები.
გ) გავესაუბრე დაწყებითი კლასებისა და სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, რომლებიც ამ კლასებს ასწავლიდა, გასაუბრებიდან გამოიკვეთა, რომ ისინი სათანადო ყურადღებას არ ან ვერ აქცევენ პუნქტუაციის წესებს;
დ) ფოკუს-ჯგუფი–რომლის მიზანი იყო დამედგინა, თუ რამდენად აქცევდნენ მოსწავლეები სასვენი ნიშნების გამოყენებას ყურადღებას და რამდენად აქტუალურად მიაჩნიათ ეს პრობლემა;
ე) ჩავატარე ანკეტირება მოსწავლეებში,რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრა, თუ რომელი სასვენი ნიშნების გამოყენება იცოდნენ და რომელს ვერ იყენებდნენ;
ვ) შევარჩიე ლიტერატურა და ვამუშავე მოსწავლეები სასვენი ნიშნების გამოყენებაზე;
ზ) ჩავატარე კონკურსი,რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაცია, საუკეთესო მოსწავლის გამოვლენა და დაჯილდოება;
თ) განვიხილე კათედრაზე, რომლის მიზანი იყო კოლეგებისათვის ინფორმაციის გაზიარება და მათი უკუკავშირის მოსმენა;
ი)ჩავატარე განმეორებითი ანკეტირება,რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა შედეგების ანალიზი;
კვლევის პროცესში გამოიკეთა დასკვნები:
1. მოსწავლეებმა არ იციან სასვენი ნიშნების გამოყენების წესები;
2. მოსწავლეებს
უმნიშვნელოდ მიაჩნიათ სასვენი ნიშნების გამოყენება;
3. მოსწავლეებს არ აქვთ გამომუშავებული წერის დროს სასვენი ნიშნების გამოყენების ჩვევები;
4. მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ხშირად უნდა იმუშაონ, რათა ისწავლონ სასვენი ნიშნების გამოყენება.
თავი 2
2.1 ლიტერატურის მიმოხილვა
ლიტერატურის გაცნობის შედეგად გავიგე, რომ მწიგნობრობის ადრეულ ეტაპზე სიტყვები მიჯრით, ინტერვალის გარეშე იწერებოდა,
რაც კითხვას დიდად აძნელებდა. აი, რას წერს
ამის შესახებ ჩვენი დიდ მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი: ,,თავდაპირველად ადამიანი იმდენად
განვითარებული და დახელოვნებული არ იყო, რომ წერისა და წარწერის ამოჭრის დროს სიტყვებისა
და წინადადებათა დაყოფაზე ეფიქრა, მაშინ ის მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რომ ასოები სწორად
გამოეყვანა, ამიტომ ყველგან და ყველა ენაზე უძველესი წარწერები ისეა შედგენილი, რომ
ასო ასოს მისდევს და არც სიტყვები და არც , მით უმეტეს, წინადადებები ერთიმეორისაგან
დაშორებულიც კი არ არის. სად თავდება ერთი წინადადება და სად იწყება ახალი, ეს თვით
მკითხველმა უნდა გამოარკვიოს, მხოლოდ შემდეგში მი ხვდა ადამიანი სიტყვების ერთიმეორისაგან განცალკევებისმნიშვნელობას
და საამისო ნიშნები იქნა შემოღებული“ (ი.ჯავახიშვილი ,თხზულებანი, ტ.IX, 1996, გვ
146)
ნიშნებს, რომლებსაც სიტყვებისა და წინადადებების
გასამიჯნავად იყენებდნენ ძველად, განკვეთილობის ნიშნები ეწოდება. ეს ნიშნები მრავალგვარია,
მაგრამ ძირითადად გავრცელებული იყო და არის წერტილიდა მისი სხვადასხვა კომბინაცია.
განკვეთილობის ნიშნების დასმამ თავისთავად
გამოიწვია სიტყვების ერთმანეთისაგან დაცილება, მათ შორის ინტერვალის გაჩენა. დროთა
განმავლობაში სიტყვათა გამიჯვნის ფუნქცია მთლიანად ინტერვალს დაეკისრა, წერტილმა და
სხვა ნიშნებმა კი ახალი ფუნქცია შეიძინა, რაც საბოლოოდ სასვენი ნიშნების სისტემად ჩამოყალიბდა.
სასვენ ნიშანთა ერთობლიობას პუნქტუაცია ეწოდება.
ტერმინი პუნქტუაცია რომაულია, თუმცა მისი წარმოშობის დრო უცნობია.
პუნქტუაციის
შემომღებად ითვლება ალექსანდრიელი ფილოლოგი არისტოფანე ბიზანტიელი (დაახლ. 257-180
წწ.ძვ.წ.ა); რომელმაც პირველმა გამოიყენა საგანგებო ნიშნები ჰომეროსის პოემების ტექსტში. მძიმე, როგორც სასვენი ნიშანი, ბერძნებს
IX საუკუნეში აქვთ გამოყენებული.
საქართველოში, ქართულ მწერლობაში, განკვეთილობისა
და სასვენი ნიშნები უკვე VI საუკუნიდან გვხდება, რაც დასტურდება სახარების ხანმეტი
ტექსტებით, მაგრამ არაბთა ბატონობის ხანაში (VII-VIII საუკუნეებში) გადაჩვეულან სასვენ
ნიშანთა ხმარებას (ივ.ჯავახიშვილი).
მიუთითებენ, რომ ძველად წერტილი გამოიყენებოდა სიტყვათა
ერთმანეთისაგან გამოსაყოფად, და მაინც, ქართულში პუნქტუაციის მთლიანად შემუშავება დაკავშირებულია
ეფრემ მცირეს სახელთან. მან საფუძვლად წერტილი აიღო, რომელსაც ხმარობდა ,,მცირედ სასუენად“
, ორწერტილს (:) - ,,განსაკუეთელად სიტყვისა", სამწერტილს(:.) - ,,დიდად სასუენად“, ექვსწერტილს(:::) - ,,სრულიად დასაბოლოებლად და
ახლად დასაწყებად სიტყვისა“.
სასვენ ნიშნების
გამოყენებაში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება XV-XVIსაუკუნეებში. XV საუკუნის ბოლოს
გადაწერილ ხელნაწერში სასვენ ნიშნად ნახმარია მძიმე, თუმცა სულხან-საბას იგი მიაჩნია
საინტონაციო და არა სასვენ ნიშნად.
XVIII საუკუნის
მეორე ნახევრიდან ანტონ პირველის მიერ ქართულ მწერლობაში (სამწერლობო ენაში) დამკვიდრდა
ანტონ პირველის მიერ შემუშავებული წესები, რომლის მიხედვით მძიმე- სასვენი ნიშანია
წინადადების შიგნით, წერტილი - წინადადების ბოლოს, ხოლო ორწერტილი - ,,დასასრულ სიტყვისა“.
აქვეა შემოტანილი კითხვის ნიშანიც.
XIXსაუკუნეში შემუშავდა პუნქტუაციის ახალი
სისტემა, რომელიც დროდადრო იცვლებოდა და სრულყოფილი ხდებოდა.
მეთოდიკურ ლიტერატურაში დიდხანს იყო დავა იმის შესახებ,
თუ პუნქტუაციის ჩვევებს რა ფაქტორები უდევს
საფუძვლად და რომელ მათგანს ენიჭება უპირატესობა.
დღეს არავისათვის აღარ არის სადავო, რომ პუნქტუაციის
საფუძველი ძირითადად სინტაქსია (ვ. რამიშვილი: გვ. 410). მის მოქმედებას განსაზღვრავს
ენის სინტაქსური კონსტრუქციები და სემანტიკურ-სტილური თავისებურებანი. სწორედ ამიტომ
პუნქტუაციის წესების ბრმად გადატანა ერთი ენიდან მეორეში არ შეიძლება, რადგანაც თითოეულ
ენას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები. აქედან გამომდინარე,
სასვენი ნიშნების დანიშნულებაც ამ ენებში რამდენადმე განსხვავებულია (ჯ. ჰარმერი: გვ.
32). ამ მხრივ ქართული ენა საკმაო თავისებურებებით გამოირჩევა.
თავის დროზე ,პუნქტუაციის სწავლებისას, საშუალო
სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლებს დიდ დახმარებას უწევდა ქართველ მეცნიერ-მეთოდისტთა
(ლ. კვაჭაძე, ნ. ბასილაია, მ. თალაკვაძე, ვ. რამიშვილი, რ.შამელაშვილი, ნ. უსტიაშვილი,
ლ. წულაძე, ვ. კვირიკაშვილი...) სათანადო კვლევები. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით თავის
დროზე პირველი სიტყვა ცნობილმა ენათმეცნიერმა არნ. ჩიქობავამ თქვა (არნ. ჩიქობავა:
გვ. 12). მაგრამ მათი ნაშრომების გამოცემის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა ქართული ენის
პროგრამები და სახელმძღვანელოები; შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმა,რომელიც ნაცვლად
ტრადიციული სწავლებისა (ცოდნაზე ორიენტირება),სიახლეს სთავაზობს სკოლას - ის უნარ-ჩვევებზეა
ორიენტირებული.ამიტომაც “ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ სტანდარტებშიც”ნაცვლად
იმ საკითხების ჩამონათვალისა, რომელიც უნდა იცოდეს მოსწავლემ, ვხვდებით იმ ინდიკატორების
ნუსხას, რომლებიც ამა თუ იმ უნარ-ჩვევის (უნდა შეეძლოს) ფორმირებაზე მიგვითითებს. ასეა
პუნქტუაციის შემთხვევაშიც. VII-IX კლასების „საგნობრივი სტანდარტების“მიხედვით, საბაზო
სკოლის დასრულების შემდეგ ამ კუთხით მოსწავლე უნდა ფლობდეს შემდეგ ჩვევებს: ა) შეეძლოს
სხვადასხვა სირთულისა დასხვადასხვა სახის ტექსტების გამართულად წერა და კორექტირება;
ბ) სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად;
ე ს გ - ს მიხედვით, საბაზო კლასებში პუნქტუაციის
საკითხთა სწავლება ძირითადად VII კლასშია გათვალისწინებული: „პუნქტუაცია და აზრი, პუნქტუაცია
და ინტონაცია, პუნქტუაციის ნიშნების სტილისტური შესაძლებლობები“ (ე ს გ, 2011 , გვ.
68). მომდევნო კლასებში ამ საკითხებზ ეყურადღება აღარ მახვილდება, იგი განიხილება როგორც
წერის საერთო სტრატეგიების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს,
მათი გამოყენების მხრივ საკმაოდ ჭრელი სურათი გვაქვს. ძირითადად გამოიყენება ქართული
ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტების მიხედვით აგებული სხვადასხვა ავტორთა
შედეგენილი სახელმძღვანელოები.
ე ს გ მიხედვით
ლიტერატურული და ენობრივი მასალა ინტეგრირებულად ისწავლება. ამ პრინციპით არის შედგენილი
სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოები საბაზო კლასებისათვის, თუმცა მასწავლებელთა
ერთი ნაწილი პუნქტუაციის საკითხებზე მუშაობისას უპირატესობას კვლავ ენის ძველ, ტრადიციულ,
არაგრიფირებულსახელმძღვანელოს ანიჭებს (ა. შანიძე, ლ. კვაჭაძე, ქართული ენა,
VIII-IX კლ.)
პუნქტუაციის ჩვევების ფორმირება წერითი
მეტყველების ერთ- ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, მასზე მუშაობა სკოლაში
მშობლიური ენის სწავლების ადრეული ეტაპიდან იწყება. პუნქტუაციის შესწავლით მოსწავლე
ეუფლება არა მხოლოდ სასვენი ნიშნების სწორად ხმარების წესებს, არამედ ამით ეცნობა ენის
სინტაქსურ ბუნებას; პუნქტუაციის ანალიზის პროცესში
იგი ნათლად ხედავს – ენაში რა სინტაქსური კონსტრუქციებია შესაძლებელი, როგორ შეიძლება
რამდენიმე წინადადების ერთმანთთან დაკავშირება რთული კონსტრუქციით. მძიმის გამოყენების თვალსაზრისით მოსწავლეთა წერით
ნამუშევრებში უამრავი შეცდომა გვხვდება, რაც ართულებს აზრის სწორად, გასაგებად გამოხატვას,
მკითხველს კი ხელს უშლის მის სწორად აღქმაში. მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში დაშვებულ
შეცდომათა ყველაზე დიდი ხვედრითი წილი სწორედ მძიმის არასწორ გამოყენებაზე მოდის. ტიპური
შეცდომებია: ა) მძიმის დასმა იქ, სადაც ეს
არ არის საჭირო; ბ) მძიმის დაუსმელობა. მძიმის წერისას მოსწავლეები შედარებით კარგად
ართმევენ თავს ე. წ. „ცოდნის გამოყენებაზე“ ორიენტირებული სავარჯიშოების შესრულებას
(კავშირები: რომ, მაგრამ, როცა). რაც შეეხება მძიმის გამოყენებას თავისუფალი ხასიათის
წერით სავარჯიშოებში, აქ გაცილებით უარესი სურათი გვაქვს. მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ
ახერხებს ამ სასვენი ნიშნის მართებულად გამოყენებას. ანალოგიური სურათი გვაქვს ზრდასრულებთანაც.
უმრავლესობას არა აქვს გამომუშავებული სწორად წერის უნარ-ჩვევები. სასწავლო პროცესზე
დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ შეცდომათა გამომწვევი მიზეზი ხშირად წესების უცოდინარობაა;
არადა, დღეს უკვე აღარ არის სადავო ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტში საჭიროა
პუნქტუაციის წესების დაცვა გააზრების საფუძველზე.
სკოლაში კი დღეს ამ მხრივ (ისე, როგორც მთლიანად გრამატიკის) სწავლების თვალსაზრისით,
საკმაოდ ჭრელი სურათი გვაქვს, რაც აისახება მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში. დღეს არავისათვის აღარ არის უცხო, რომ
პუნქტუაციას ძირითადად მართლწარმოთქმა ედება საფუძვლად, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ,
რომ სმენის ფაქტორის გამოყენება გარკვეულ შემთხვევაშია შესაძლებელი. (მ. ინასარიძე, მ. ნაჭყებია, 2009, გვ. 73.)
დაწყებით სკოლაში ღებულობენ მოსწავლეები პირველად
ცოდნა-ჩვევას კითხვაში, წერაში, მართლწერაში, პუნქტუაციაში. დაწყებით კლასებში მიღებული
ცოდნა-ჩვევა მოსწავლის შემდგომი წარმატების საფუძველია. ვიცით, რომ სწავლა არის ქცევის
წამყვანი ფორმა ბავშვისათვის. „სასწავლო ქცევის ძირითადი თავისებურება ის არის, რომ
მისი მიზანია ახალი ცოდნის, ჩვევებისა და უნარების შეთვისება და არა გარე შედეგის მიღება“(მუხინა
1988: 181).
უკვე წლებია (2004 წლიდან) პირველი-მეოთხე კლასების
მასწავლებლები გრამატიკის შესწავლისას აქტიურად იყენებენ ნ. მაღლაკელიძისა და ც. ყურაშვილის დამხმარე სახელმძღვანელოს „ჩვენი ენა ქართული“.
აქ წარმოდგენილია არა მარტო გრამატიკის ელემენტარული კურსი გრამატიკული ცნებებით, არამედ
მართლწარმოთქმის, მართლწერის, სტილისტიკის, პუნქტუაციის, ზეპირი და წერითი მეტყველების
განვითარების საკითხები. დიდი ადგილი ეთმობა სავარჯიშოებს, რომლებიც ავითარებს წერისა
და ზეპირმეტყველების უნარს. ყოველ გრამატიკულ წესს მოსდევს სავარჯიშოები. ჩვევათა გამომუშავებისათვის,
პირველ რიგში, პუნქტუაციის წესების მტკიცედ დაუფლებაა საჭირო.. I კლასიდანვე იწყება პუნქტუაციის საკითხების
გაცნობა – წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ.
როცა უკვე მოსწავლეები შეისწავლიან წერა-კითხვას, იწყება მცდელობა პუნქტუაციის ელემენტარული
საკითხების დაუფლებისა. ვარჯიშობენ, მაგრამ სპეციალური წერითი სავარჯიშოების გარეშე
შეუძლებელია მართლწერის ჩვევათა დაუფლება. I კლასში ეძლევათ სახალისო სავარჯიშოები.
მე-4 კლასი წინა კლასებში ნასწავლი მასალის გამეორებით იწყება. მორფოლოგიის გაცნობასთან
ერთად სწავლობენ მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს.
2001 წელს გამოდის ა. არაბულის „ქართული ენის სამყარო“,
რომელიც განკუთვნილია V და VI კლასის მოსწავლეთათვის. ეს სახელმძღვანელო ძირითადად
იმ მოსწავლეთათვის გახლავთ განკუთვნილი, რომლებიც წინა კლასებში ქართულ ენას ვ. როდონაიას,
ნ. ნაკუდაშვილის, ა. არაბულის, მ. ხუციშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ.
მას თან ახლავს მოსწავლის რვეული, სადაც წარმოდგენილია ტესტები და სავარჯიშოები. სახელმძღვანელო რამდენიმე თავისაგან
შედგება. აქ მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები ცალ-ცალკე პარაგრაფის ბოლოშია წარმოდგენილი.
მართლწერის პუნქტუაციის შესწავლა სათანადო გრამატიკულ მასალასთან კავშირში უადვილებს
მოსწავლეებს კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას.
V კლასში ხდება ძირითადად დაწყებით კლასებში ნასწავლი მასალის გამეორება და გაღრმავება. V კლასიდან ენის კურსი სისტემური პრინციპით
შეისწავლება (სისტემურობის პრინციპი გულისხმობს მასალის თანმიმდევრულ, სისტემურ დალაგებას).
ეს სახელმძღვანელო შედგენილია მოსწავლეთა გონებრივ და ასაკობრივ შესაძლებლობათა გათვალისწინებით.
სავარჯიშოები მრავალფეროვანია, სათანადოდ არის გათვალისწინებული განმავითარებელი და
პრობლემური სწავლების პრინციპები. მოსწავლეს მასალას ვაწოდებთ ინდუქციის გზით, შესაბამისი
მაგალითებით. ბოლოს განმარტება ეძლევათ მოსწავლეებს და ჩვევათა განმტკიცებისათვის სავარჯიშოებიც
არის წარმოდგენილი. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია, გრამატიკული წესის ახსნით მისაწვდომი
გახადოს მოსწავლეთა მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხები თვალსაჩინოების ფართოდ გამოყენებით. ამჟამად ქართული
ენა დაწყებითი სკოლის ექვსივე კლასში ლიტერატურულ მასალასთან ინტეგრირებულად ისწავლება.
ენობრივი მასალა ლიტერატურულ ტექსტებთან მჭიდრო კავშირში ეცნობა. ამის გამო ენის (მართლწერის)
სახელმძღვანელო ცალკე აღარ მოიაზრება. სხვადასხვა
ავტორის მიერ შედგენილ „ქართული ენისა და ლიტერატურის“ ინტეგრირებულ სახელმძღვანელოებში
კი მართლწერის საკითხთა მოცულობა განსხვავებულია, განსხვავებულია მისი დამუშავების
მეთოდიკაც. თუ ავტორთა ერთი ნაწილი მართლწერის ჩვევათა ფორმირებას გრამატიკულ მასალასთან
მჭიდრო კავშირში განიხილავს (ნ. მაღლაკელიძე, ნ. ღონღაძე,, „ქართული ენა და ლიტერატურა“,
მეხუთე და მეექვსე კლასების სახელმძღვანელოები, გამომც. „მერიდიანი“, თბ.
2011-2012 წლები), ავტორთა მეორე ჯგუფი – ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული,
მ. ხუციშვილი „ქართული ენა და ლიტერატურა“, მეხუთე და მეექვსე კლასების სახელმძღვანელოები,
გამომცემლობა „სწავლანი“, 2011-2012 წლები _ მართლწერის ჩვევათა ფორმირების პროცესში
საერთოდ გამორიცხავს გრამატიკის როლს და უპირატესობას პრაქტიკულ ვარჯიშს ანიჭებს. რაც შეეხება
სავარჯიშოებს, რომლებიც მოსწავლის რვეულშია
- მწირია.
სასკოლო
განათლების რეფორმის ძირითადმა სიახლემ – ეროვნულმა სასწავლო გეგმამ და საგნობრივმა
სტანდარტებმა არსებითად შეცვალა არა მარტო სწავლების შინაარსი, არამედ მეთოდოლოგიაც. ერთ-ერთი ძირითადი სიახლეა ლიტერატურული და ენობრივი
მასალის ინტეგრაცია. აგეთვე ისიც, რომ სწავლა შედეგზეა ორიენტირებული, სწავლა ნიშნავს
კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებას და სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებას.
მთავარი ორიენტირია არა ცოდნის ოდენობა, არმედ - ხარისხი. სიახლეა ისიც, რომ გათვალისწინებულია
მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები.
სურამის მე-4 საჯარო სკოლა საშუალო და საბაზო საფეხურზე
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოდ ვიყენებთ გამომცემლობის ,,სწავლანი“
წიგნებს, რომლის ავტორები არიან ვ.როდონაია, ა.არაბული, ნ. ნაკუდაშვილი, მ.ხოციშვილი,
ლ.დათაშვილი. ამ წიგნებს ახლავს დამატებითი სამუშაო რვეულები, VIII და IX კლასის რვეულებში
ყურადღება გამახვილებულია პუნქტიაციის წესებზეც, რომლების საკმაო დახმარებას გვიწევს
სწავლების დროს, ამ კლასებში სწავლობენ წესებს, თუმცა მაღალ კლასებში დამატებითი რვეულები
აღარ გვაქვს, ამიტომ გვიწევს დამატებითი აქტივობების შემოტანა, რომ მოსწავლეებმა წესები
გაითავისონ და ჩვევად ჩამოუყალიბდეთ.
საინტერესო
იყო სოფიო ლობჟანიძის სტატია “როგორ წარვმართოთპედაგოგიური კვლევები“, რომელიც იძლევა
კვლევის ჩასატარებლად საჭიროპროფესიულ რჩევებს. მისი აზრით „პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა მარტოსირთულეების გადასალახად კი არ არის საჭირო, არამედ იდეების,ინოვაციების
გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალისაღმოსაჩენად, საჭირო უნარების
განსავითარებლად.
თინათინ ზურაბიშვილის წიგნში „თვისობრივი მეთოდები
სოციალურკვლევაში“ განხილულია კვლევის დროს გამოყენებული ისეთი თვისობრივიმეთოდები,
როგორიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, რომელიცგამოვიყენეთ კვლევის დროს, ასევე
გავითვალისწინეთ ნაშრომშიგანხილული სოციალური კვლევის ეთიკის საკითხები
ლია წულაძის
ნაშრომში „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურმეცნიერებებში“ საუბარია მეთოდების
მრავალფეროვნებაზე, რაოდენობრივდა თვისობრივ მეთოდებზე. კარგადაა ახსნილი რაოდენობრივი
მეთოდებისმნიშვნელობა და მისი აუცილებლობა სოციალური მეცნიერებებისათვის.
კვლევაში
დამეხმარა მ. გიორგაძის მიერ power
point-ით გაკეთებულირესურსი „როგორ ვიმუშაოთ
პედაგოგიურ კვლევებზე“.
თავი 3
3.1 კვლევის გეგმა:
მოსწავლეთაწერითნამუშევრებში დაშვებულ შეცდომათა ყველაზე დიდი ხვედრითი წილი ს წორედ სასვენი ნიშნების არასწორ გამოყენებაზე მოდის. ამიტომ კვლევის დასაწყისისათვის აუცილებელი იყო
სადიაგნოსტიკო აქტივობები, რითიც განვსაზღვრე მოსწავლეთა არსებული ცოდნა,
გეგმა:
N
|
აქტივობა
|
მიზანი
|
რესურსი
|
1.
|
კონკურსი კითხვაში
|
განსაზღვრა, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები
სასვენ ნიშნებს ზეპირ მეტყველებაში;
|
გიორგი ლეონიძის „მარიტა’’
შეფასების კრიტერიუმები;
ჟიური
|
2.
|
ტესტის რედაქტირება, ,,ვიპოვოთ პუნქტუაციური შეცდომები“;
|
განსაზღვრა, თუ რამდენად იციან მოსწავლეებმა პუნქტუაციის
წესები;
|
ტექსტი,
|
3.
|
მასწავლებლებთან გასაუბრება
|
მასწავლებელთა შეხედულებების ფორმულირება, განსაზღვრა,
თუ რამდენად აქცევენ მასწავლებლები ყურადღებას სასვენი ნიშნების გამოყენებას;
|
|
4.
|
მოსწავლეთა ანკეტირება
|
მონაცემების შეგროვება;
|
ანკეტა.
|
5.
|
პრეზენტაცია
|
მონაცემთა ანალიზი
|
სლაიდშოუ, კომპიუტერი, პროექტორი.
|
6.
|
საკითხის განხილვა კათედრაზე
|
ინტერვენცია, პედაგოგების ინფორმირება;
პედაგოგების უკუკავშირის მოსმენა.
|
მონაცემები.
|
7
|
სახელმძღვანელოებისა და მასალების შერჩევა და მოსწავლეებთან
მუშაობა;
|
ჩვევის ჩამოყალიბება
|
1. ლ. კვაჭაძე. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. გამომცემლობა
,,განათლება“ თბილისი 1966 წელი.
2. როზა გაბეჩავა, ზურაბ ჭუმბერიძე. ქართული ენა 11.
გამომცემლობა ,,განათლება“ თბილისი 2003 (გვ.152-156)
|
7.
|
მშობელთა ანკეტირება;
|
მონაცემთა შეგროვება
|
ანკეტა
|
8.
|
მოსწავლეების მიერ დაკვირვების დღიურების წარმოება,
|
მოსწავლეთა ნაწერების ანალიზი, თვითშეფასება და მასწავლებლის
შეფასება;
|
|
9.
|
კონკურსი ,,ჩემი მეგობარი სასვენი ნიშნები“
დაჯილდოება
|
გამარჯვებული მოსწავლის გამოვლენა და დაჯილდოება.
|
დიპლომები;
პრიზები,
ტესტები
|
10
|
განმეორებითი ანკეტირება
|
განმეორებითი მონაცემების შეგროვება
|
ანკეტა
|
3.2 საკვლევი კითხვები
მიზნიდან გამომდინარე გამოიკვეთა
საკვლევი კითხვები:
ა) რამდენად იყენებენ
სასვენ ნიშნებს მოსწავლეები;
ბ) რამდენად იციან
სასვენი ნიშნების დანიშნულება;
გ) რამდენად იციან
პუნქტუაციის წესები;
დ) როდის სვამენ
სასვენ ნიშნებს, წერის დროს თუ დასრულების შემდეგ;
ე) თვლიან თუ არა
მოსწავლეები პრობლემად სასვენი ნიშნების გამოყენების წესების არცოდნას;
ვ) რა სჭირდებათ
იმისათვის, რომ სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება ისწავლონ;
თავი 4
4.1 კვლევის მეთოდები
კვლევის დროს გამოვიყენე
შემდეგი მეთოდები:
·
ფოკუს-ჯგუფი-ვიმსჯელეთ, თუ რამდენად იცოდნენ სასვენი ნიშნების
გამოყენების მნიშვნელობა, განვიხილეთ ცნობილი წინადადებები,რომლებშიც გადამწყვეტი როლი ჰქონდა მძიმის სწორად დასმას,
მინდოდა მოსწავლეებს დაენახათ,
რომ პუნქტუაცია ნებისმიერი ენის განუყოფელი ნაწილია, პატარა მძიმეს
წინადადების აზრის შეცვლაც შეუძლია.
ა)წინადადება, რომელშიც
მძიმის არასწორად დასმამ ადამიანი ჩამოხრჩობას გადაარჩინა:
ბ) ,,ჩამოხრჩობა, არავითარი შეწყალება!“,
_ ,,ჩამოხრჩობა არავითარი,შეწყალება!“
წინადადება, რომელშიც
მძიმის არასწორად დასმით სრულიად განსხვავებულ აზრს ვღებულობთ:
,,ისწავლე, ისწავლე მამაშენივით, ვირი არ გამოხვიდე!“
_ ,,ისწავლე, ისწავლე,მამაშენივით ვირი არ გამოხვიდე!“
·
მასწავლებლის გამოკითხვა, მისი მიზანი იყო გამერკია, თუ რამდენად აქცევენ ყურდღებას ამ კლასში სხვა საგნის მასწავლებლები სასვენი ნიშნების გამოყენებასანკეტირება მოსწავლეებში-
რითაც დავადგინე მოსწავლეთა მონაცემები;
·
ანკეტირება მშობლებში-დავადგინე მოსწავლეთა შესახებ მონაცემები;
·
თვითდაკვირვება- მოსწავლეებმა აწარმოეს დაკვირვების დღიურები,
რომლის საშუალებით აკეთებდნენ საკუთარი შედეგების ანალიზს;
·
მასწავლებლის დაკვირვება: ვაწარმოებდი დაკვირვების დღიურს, რამაც შედეგების ანალიზი გამიმარტივა.
·
განმეორებითი ანკეტირება- რითიც დავადგინე ინტერვენციის შედეგი.
4.2 მონაცემთა ანალიზი
ფოკუს-ჯგუფის შედეგები:
მოსწავლეებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგად გამოვლინდა, რომ
მათ საკმარისად არ იციან პუნქტუაციის მნიშვნელობა, არ წერენ სასვენ ნიშნებს წერის
დროს, მათ მიაჩნიათ, რომ პუნქტუაციის წესების დაცვის გარეშეც ამბობენ სწორად
სათქმელს. მოსწავლეები სოციალურ ქსელებში საერთოდ არ იყენებენ სასვენ ნიშნებს.
მოსწავლეთა ანკეტირების
ანალიზი:
ანკეტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ კითხვაზე იყენებს
თუ არა წერის დროს სასვენ ნიშნებს,
16 მოსწავლე ფიქრობს ,რომ კი, 2- ნაწილობრივ, ერთი- არა.

მაგრამ ამის საწინააღმდეგო შედეგები აჩვენეს წერის დროს, მაგალითად: ჩართულთან შვიდმა დასვა სწორად, სამმა ნახევრად
სწორად,ცხრამ არასწორად.

მიმართვასთან: 6- სწორი,
5-ნახევრად სწორი, 8-არასწორი.

ტირეს: 6 მიხვდა სწორად,11
არასწორად და ორმა საერთოდ
ვერ დაწერა.
შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო რთულსა და კითხვით წინადადებებში, რთულ წინადადებაში 8-ამ სწორად დასვა, ხოლო კითხვითში9-ამ, ორმა ვერ დაწერა.
რაც შეეხება რჩევას, თუ რა მეთოდი გამოიყენოს მასწავლებელმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 13
ფიქრობს,რომ ბევრი სავარჯიშო უნდა მისცეს, ხოლო 4 გასაგებად აუხსნას. მოსწავლეთა მხოლოდ 2 ფიქრობს, რომ ეს ბავშვზეა დამოკიდებული.

განვიხილოთ ანკეტირების შედეგები ვრცლად:
კითხვაზე, იყენებთ
თუ არა სასვენ ნიშნებს , 7 ამბობს, რომ იყენებს, 6 ამბობს, რომ არ იყენებს, ხოლო 6 იშვიათად იყენებს.

კითხვაზე, თუ რომელი სასვენი ნიშანი იწერება თხრობითი წინადადების
ბოლოს, 15-მა უპასუხა წერტილი, 3-მა მრავალწერტილი, 1-მა კითხვითი ნიშანი.
კითხვაზე, რომელი სასვენი ნიშანი იწერება წინადადებაში
გამოტოვებული სიტყვის ადგილას - 7 ფიქრობს ტირე,4- მრავალწერტილი, , 4- კითხვის ნიშანი,
ხოლო 4-მა არ იცის.

ჩართულთან სწორად დასვა მძიმე 13%-მა, არასწორად 26%-მა, ერთი მძიმე
დასვა 57%-მა, საერთოდ არ დასვა 4%-მა.
კითხვითი წინადადების ბოლოს
სწორად დასვა კითხვითი ნიშანი 55%-მა, არასაწორად 28%-მა, ვერ დასვა სავენი ნიშანი
17%-მა;
რთულ თანწყობილ წინადადებაში 52%-მა სწორად დასვა მძიმე, ნაწილობრივ
სწორად დასვა 43%-მა, არასწორად 5%-მა;
რთულ ქვეწყობილ წინადადებაში სწორად დასვა სასვენი ნიშნები 19%-მა,
არასწორად 35%-მა, ხოლო ნაწილობრივ სწორად 46%-მა;
მიმართვასთან 9%-მა დასვა ნაწილობრივ სწორად, არ იცის სასვენი ნიშანი
მიმართვასთან 91%-მა;
კითხვაზე, თუ როდის სვამთ სავენ
ნიშნებს, წერის პროცესში თუ ბოლოს, პასუხი არ აქვს 5%-ს, წერის პროცესში წერს 43%,
ბოლოს წერს 39%, ხოლო 13% ხან წერის პროცესში წერს, ხან ბოლოს;
კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლეებმა სწორად
გამოიყენონ სასვენი ნიშნები 34% უპასუხა, რომ ბევრი უნდა ავარჯიშოს, 26%-მა კარგად
აუხსნას, 6% თვლის, რომ უნდა დასაჯოს, 18% თვლის, რომ ეს მასწავლებელსე კი არა, მოსწავლეზეა
დამოკიდებული, ხოლო 16%-მა ზოგადად გვიპასუხა: ,,ყველაფერი“.
მასწავლებელთა გამოკითხვის
ანალიზი
მასწავლებელთა
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებლების 25% მუშაობს
სასვენი ნიშნების გამოყენებაზე, 50%-ს მიაჩნია, რომ ეს მაღალ კლასებში უნდა ისწავლონ,
ხოლო 25% თვლის, რომ ამისათვის დრო არ რჩება. ხოლო ის მასწავლებლები, რომლების მე-9
კლასში სხვა საგნებს ასწავლიან, ამბობენ, რომ სასვენი ნიშნების გამოყენება მათთვის
უმნიშვნელო საკითხია.
4.3 დასკვნები:
კვლევის რაოდენობრივი
და თვისობრივი მეთოდების და მათი ინსტრუმენტების (ანკეტირება, ფოკუს-ჯგუფი, გამოკითხვა)
გამოყენებისა და მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი
საკითხი:
მოსწავლეთა უმრავლესობას
სასვენი ნიშნების გამოყენებას არ აქცევს ყურადღებას;
მოსწავლეებს ჩვევად
არ აქვთ გამომუშებული პუნქტუაციის წესების დაცვა, ისინი სასვენ ნიშნებს წერენ
წერის დასრულების შემდეგ, რაც იწვევს გაურკვევლობას;
მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ბევრი უნდა ივარჯიშონ,
რათა ჩვევად ჩამოუყალიბდეთ სასვენი ნიშნების გამოყენება;
მოსწავლეებს
განსაკუთრებით უჭირთ სასვენი ნიშნების გამოყენება განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებთან;
თავი 5
5.1 ინტერვენცია:
ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელზეც გვესწრებოდნენ ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. გავაცანით
შედეგები და ვისაუბრეთ გამოსწორების გზებზე, მასწავლებლებს, რომლების ამ კლასებს ასწავლიან,
ვთხოვე, თავიანთ დავალებებშიც მიექციათ ყურადღება სასვენ ნიშნებზე; პრეზენტაციის მიზანი
იყო, დაენახათ მოსწავლეებს შედეგები და გაეანალიზებინათ;
შევარჩიე გრამატიკის
სახელმძღვანელოები, რითიც უნდა გვევარჯიშა სასვენი ნიშნების გამოყენებაზე, მოსწავლეების
უმრავლესობის აზრით სასვენი ნიშნების გამოყენება რომ ისწავლონ, სჭირდებათ ბევრი ვარჯიში,
სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა, ორი თვე დავუთმეთ პრაქტიკული
სამუშაოების განხორციელებას;
კათედრაზე შევიმუშავეთ ესეს შეფასების
კრიტერიუმები, რომელშიც მაღალი ქულა მივანიჭეთ პუნქტუაციის წესების დაცვას; მოსწავლეებმა
როდესაც იციან შეფასების კრიტერიუმები, მეტ ყურადღებას აქცევენ იმ კრიტერიუმს, რომელის
მაღალი ქულით ფასდება, ამიტომ ამ მეთოდით ისინი ყურადდღებას ამახვილებდნენ სასვენ ნიშნებზე;
მოსწავლეებმა აწარმოეს თვითდაკვირვების
დღიურები, რითაც აკონტროლეს თავიანთი შედეგები და მიღწევები;
ვაწარმოე დაკვირვების
დღიური, რითაც დავაკვირდი მოსწავლეთა შედეგებს;
ჩავატარე
კონკურსი : ,,ჩემი მეგობარი სასვენი ნიშნები“ გამოვავლინე მოსწავლე;
ჩავატარე
განმეორებითი ანკეტირება; როლის მიზანი იყო გამომეკვლია, თუ რა შედეგი მივღე ჩემი კვლევით!
5.2 ინტერვენციის
შედეგები:
ინტერვენციის შედეგები აისახა კონკურსზე:
გამოვლინდა საუკეთესო მოსწავლე .
მოსწავლეებს მივეცი საზაფხულო დავალება: ზაფხულის არდადეგებზე ემუშავთ პუნქტუაციის წესებზე და დაბრუნების შემდეგ კიდევ
დავგეგმეთ კონკურსი. ამ კვლევამ და აქტივობებმა აშკარად გამოასწორა პრობლემა, შეჯიბრებისდროს გამოვლინდა, რომ მოსწავლეები დაინტერესდნენ და ცდილობენ გამოასწორონ ნაწერები, შედეგი მოსწავლეთა საშინაო დავალებების რვეულებსა და საკონტროლო წერებშიც აისახა.
5.3განმეორებითი
ანკეტირების ანალიზი:
განმეორებითი
ანკეტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სასვენი
ნიშნების გამოყენების წესების დაცვა, მათ უკვე იციან პუნქტუაციის დანიშნულება და
მნიშვნელობა.თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის პუნქტუაციის წესების ცოდნა,მოსწავლეთა
85% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, 13% ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია,
ხოლო 2% ამბობს, რომ არ არის მნშვნელოვანი.
კითხვაზე, იყენებთ თუ არა სასვენ ნიშნებს წერის დროს, 85% ამბობს, რომ იყენებს, 15
% ზოგჯერ იყენებს.
კითხვაზე,
იყენებთ თუ არა სასვენ ნიშნებს სოციალურ ქსელში, 90% ამბობს, რომ ყოველთვის
იყენებს. 10% ზოგჯერ იყენებს,
კითხვაზე,
როდის სვამთ სასვენ ნიშნებს, 80%-მა უპასუხა წერის პროცესში, ხოლო 20%-მა ბოლოს.
ინტერვენციის
შეფასების დროს მოსწავლეთა 100%-ისთვის საინტერესო იყო კონკურსი და სავარჯიშოები,
საზაფხულო დავალებას 70%-მა მიანიჭა უმაღლესი ქულა.
თავი6
6.1 კოლეგებთან გაზიარება
კვლევის პრეზენტაციაზე მესწრებოდნენ როგორც ქართული
ენის, ასევე დაწყებითი კლასის მასწავლებლებიც, პრეზენტაციის ბოლოს ჩავატარეთ დისკუსია,
საინტერესო იყო მსჯელობა, თუ რატომაა პრობლემა პუნქტუაციის წესები მოსწავლეებში და
როგორ უნდა მივაქციოთ მას ყურადღება.
ჩავატარეთ კათედრის სხდომა, სადაც შევარჩიეთ ლიტერატურა და მეთოდები, თუ როგორ უნდა გვემუშავა მოსწავლეებში.მივიღე
კოლეგების რჩევები, რომლებსაც გავითვალისწინებ სამომავლოდ მუშაობის დროს.
6.2 დასკვნა:
პუნქტუაციური წესების სწავლებას პირველივე კლასიდან უნდა მიექცეს
ყურადღება, დაწყებით საფეხურზე პუნქტუაცია უნდა ისწავლებოდეს პრაქტიკულად, თეორიულ სწავლება უშედეგოა. სწავლების საბაზო საფეხურზე ინფორმაცია პუნქტუაციაზე იზრდება და სრულდება, ხოლო მოთხოვნა და შეფასება ცოდნის აუცილებელ კრიტერიუმად უნდა იქცეს.
რაც შეეხება საშუალო საფეხურს, სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება გადაიქცეს პუნქტუაცია შეგრძნებად ანუ მოსწავლე უნდა გრძნობდეს, სად რა სასვენი
ნიშანი გამოიყენოს. სასვენ ნიშნებს მოფრთხილება სჭირდება,ისინი წერილობით აზრს მისაწვდომს ხდის.
მოსწავლე, რომელიც დროულად დაგასაგებად არ ისწავლის სასვენი ნიშნების დასმას, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ ეს მხოლოდ ფილოლოგების საქმეა .
ნუ შევაშინებთ მოსწავლეებს პუნქტუაციით, არ ავჩქარდეთ და ვაგრძნობინოთ, რომ პუნქტუაცია მოქნილია, არ არის საჭირო იმისდაზეპირება, რომ ყველა „რომს” წინ მძიმე იწერება. ვასწავლოთ თვითშემოწმება წაიკითხონ საკუთარი
ნაწერი და დაასკვნან, ამ ნაწერს სხვაც გაიგებს
თუ არა.
ქართული ენისა
და ლიტერატურის გაკვეთილებზე ნებისმიერი წერითი დავალების შესრულებისა და ნებისმიერი
პუნქტუაციური შეცდომის დროს უნდა მიეთითოს მოსწავლეს შეცდომა და გაუკეთდეს განმავითარებელი
კომენტარი, რათა მოსწავლემ დაინახოს სასვენი ნიშნების გამოყენების აუცილებლობა;
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს კავშირი
უნდა ჰქონდეს სხვა საგნის მასწავლებლებთანაც და სთხოვოს მათ, რომ სასვენი ნიშნების
გამოყენების წესებს შეძლებისდაგვარად მიაქციონ ყურადღება;
მოსწავლეებმა უნდა აკეთონ ურთიერთშეფასებაც,
ეს ხელს შეუწყობს წესების დამახსოვრებას.
თანამედროვე
ტექნოლოგიების განვითარება ყოველთვის შეიძლება გამოვიყენოთ შედეგების გაუმჯობესების
მიზნით, მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც დავალებებს ტექნოლოგიებით ვაძლევთ, ამიტომ მასწავლებელს
უნდა შეეძლოს თავისი საგაკვეთილო მიზნები მოარგოს ტექნოლოგიებს და სოციალური
ქსელები გამოიყენოს სწავლების გაუმჯობესებისათვის.
6.3 კვლევის
ვადები
აქტივობა
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
|
|||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
|||||
მშობლების გამოკითხვა
კვლევის დასაწყისში
|
X
|
|||||
მოსწავლეებზე დაკვირვება
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
მიღებული შედეგების ანალიზი
|
X
|
|||||
სავარაუდო ინტერვენციების
განხილვა
|
X
|
X
|
X
|
X
|
||
I
- II ინტერვენციის
განხორციელება
|
X
|
X
|
||||
III - IV ინტერვენციის
განხორციელება
|
X
|
X
|
||||
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
X
|
X
|
||||
მშობლების გამოკითხვა კვლევის დასადრულს
|
X
|
|||||
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა
|
X
|
.
ბიბლიოგრაფია
1.დარეჯან თვალთვაძე ,ნანა გაფრინდაშვილი–ქართული
მართლწერის წესები და სავარჯიშოები გვ. 249–302.2011 წელი
2.მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების
და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი(ნაწილიII.2016 წელი. გვ.61–90
http://tpdc.gov.ge/uploads/pdf documents/gsamkvlevi%20meore%20namili.pdf
3.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.8 გვ.231 თბილისი,
1984 წელი
4.https://kakhadalier wordpress.com/2015/07/04
5.მ.ინასარიძე ,მ.ნაჭყეპია ქართული
ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდები,თბილისი 2009 წელი
6.შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი– სასკოლო
ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბილისი,2011წ.
7 .როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები
3 მაისი, 2012227 დეკემბერი, 2015 სოფიო ლობჟანიძე
8.მიხეილ გიორგაძე“ როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევაზე“?
9.თინათინ ზურაბიშვილი“
თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში 2006
http://old.ucss.ge/geo/publication/publications detail.php?ID=173
10.ლია წულაძე, „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ
მეცნიერებებში“თბ.2008წ.
http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi kvlevis
metodebis saxelmzgv.pdf
11. ე.ს.გ. ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრი.
დანართი 1
კითხვარი მშობლებისათვის, ქართულში წერითი დავალების შესრულების პროცესში,სასვენი ნიშნების დასმასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ
გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ კითხვარს და დაწეროთ პასუხი
თანახმა ხართ თუ არა, რომ თქვენი შვილი ჩაერთოს
კვლევაში?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რამდენად იცის და სწორად სვამს თქვენი შვილი
წერის დროს სასვენ ნიშნებს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როდის წერეს სასვენ ნიშნებს,წერის პროცესში
თუ წერის დასრულების შემდეგ?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის!
დანართი 2
მოსწავლეთა
კვლევის ანკეტა:
1.იყენებთ თუ არა სასვენ ნიშნებსწერის დროს?---------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.თქვენი აზრით,იყენებთ თუ არა სასვენ ნიშნებს სწორად?---------------------------------------------
3.ჩამოთვალეთ სასვენი ნიშნები:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.რომელი სასვენი ნიშანი იწერება კითხვითი წინადადების
ბოლოს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.რომელი სასვენი ნიშანი იწერება წინადადებაში გამოტოვებული
სიტყვის მაგივრად?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.როგორ ფიქრობთ, არის თუ არააუცილებელი სასვენი ნიშნების
გამოყენების ცოდნა?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.როდის წერთ სასვენ ნიშნებს?
ა.წერის დროს; ბ.წერის დამთავრების შემდეგ; გ. წერის დროსაც და ბოლოსაც.
8.თქვენი აზრით,რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა,რომ
მოსწავლემ სწორად გამოიყენოს სასვენი ნიშნები?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------9.თუ
შეგიძლიათ გვირჩიეთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გმადლობთ თანამშრომლობისათვის!
დანართი 3
დასვით სასვენი
ნიშნები :
1.ყოჩაღ შვილო ყველაფერი კარგად გისწავლია
2.იმ დროს კიდეც ვმუშაობდი კიდეც ვსწავლობდი
3.ეს საქმემე ჩემს თანამშრომელს კახას დავავალე.
4.წინათ აქ ირგვლივ ყველგან მინდვრები იყო.
5.გაზეთის ცნობით რუსთავში კულტურის დღეები დაიწყო
6.სუფრაზე ეწყო პური მარილი კიტრი და ყველი
7.დედა მამა ბებია ყველანი ღელავდნენ
8.ბიჭი იქით წავიდა სადაც ბევრი ხალხი იდგა
9.ყველა მიატოვა დედ-მამა ძმა ამხანაგები.
10.მიყიდე რა ან კატა ან ძაღლი
11გაკვეთილზე რატომ იგვიანებ
რეფლექსია
ჩემთვის
ხშირად პრობლემაა , თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები
წერის დროს სასვენ ნიშნებს. რატომღაც ბავშვები უყურადღებოდ ეკიდებიან ამ წესებს, მიჭირს ,რომ მოსწავლეებს ჩვევად ჩამოვუყალიბო პუნქტუაციის წესების დაცვა, სწორედ ამ პრობლემიდან
გამომდინარე შევიმუშავე საკლევი კითხვები;
დავისახე მიზნად გამომეკვლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და დამესახა პრობლემის
გადაჭრის გზები.
გამოვიყენე
კვლევის სხვადასხვა მეთოდი: დაკვირვება, თვითდაკვირვება, ფოკუს-ჯგუფი, ანკეტირება,
ამ მეთოების გამოყენებით დავადგინე, რომ მოსწავლეებს არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად სასვენი
ნიშნების გამოყენება, ისინი წერის პროცესში არ წერენ სასვენ ნიშნებს, ბოლოს კი ზერელედ
წერენ და ამიტომ უშვებენ შეცდომებს.
დაკვირვებისა
და მონაცემთა შეგროვების შედეგად დავინახე, რომ განსკუთრებით უჭირდათ მოსწავლეებს მძიმის
დასმა;
მივხდი, რომ საჭირო იყო ისეთი ინტერვენციების დასახვა,
რომლებიც მოსწავლეებს სასვენი ნიშნების გამოყენების
აუცილებლობას დაანახებდა და ჩვევად ჩამოუყალიბებდა
მას.
ანკეტირების დროს მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი, რომ
საჭირო იყო ბევრი ვარჯიში, რათა ესწავლათ კარგად, აქედან გამომდინარე კლასში სისტემატურად
შემქონდა ტექსტები, რომლებშიც მოსწავლეები სვამდნენ სასვენ ნიშნებს,
ასევე ჩავატარე
კონკურსი, რომელშიც გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, რომ უნდათ სწორად წერონ;
კვლევა განვიხილე კათედრაზე, კოლეგემა დადებითი შეფასება
მომცეს და აღნიშნეს, რომ თვითონაც გამოიყენებენ პრაქტიკაში მსგავს ინტერვენციებს, რადგან
მათთანაც არის პუნქტუაციის გამოყენების პრობლემები;
კვლევის პროცესში პრობლემები არ შემქმნია, მოსწავლეთა
აქტივობა მაღალი იყო, რადგან მათი სურვილი და ინტერესები გათვალისწინებული იყო.
ინტერვენციების
შემდეგ ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომლებშიც ჩანდა, რომ მდგომარეობა გამოსწორებულია,
ჩემმა კვლევამ და კვლევის შედეგად დასახულმა ინტერვენციებმა მიზანს მიაღწია.
კვლევის ნაკლოვანებად მიმაჩნია საკითხის განხილვა
მხოლოდ ერთ კლასთან, კარგი იქნებოდა კვლევის პროცესში ჩამერთო პარალელი კლასისა და
სხვა კლასის მოსწავლეები, რომლებსაც ვასწავლი. ამის შედეგად, კვლევა უფრო მრავალფეროვანი
იქნებოდა.
No comments:
Post a Comment